ოლექსი გონჩარენკო - საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ? - რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?

საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შესაბამისად, მისი თქმით, ისმის კითხვა: რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?

“გუშინ აქ, ამ დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი - ტრიბუნალი აგრესიისთვის.

მაგრამ იცით რა? წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. და ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - თითქმის იგივე რიცხვი, რაც უკრაინაში.

საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი უფრო ადრეც კი იყო, ვიდრე ჩვენ და ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ?

ასე რომ, კითხვაა - რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი პატრონები? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია.

ქართველი ხალხი ლიდერებს იმსახურებს, რომლებიც მათ დაუდგებიან მხარში და არა პუტინს. და ახლა ზუსტად ეს ხდება.

კი, ბრალის ნაწილი ყველა ჩვენგანზეა. 2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა: “კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის”. ბევრმა, ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა ცხადად გაიგო. და 2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მერე უკრაინის წინააღმდეგ.

ის ამ ქვეყნებს ანადგურებს, ყველა ჩვენგანის მოკვლას ცდილობს, ამ ქვეყნების ოკუპაციას ცდილობს. და ახლა ის საქართველოს ჰიბრიდული გზით იღებს, ვინაიდან, მისი ტანკები უკრაინაში არიან ზედმეტად დაკავებულები. სწორედ ამიტომ არა ტანკებია, არამედ მარიონეტებია, რუსი აგენტებია, რომლებიც საქართველოზე ამ თავდასხმას ახორციელებენ.

ეს ბიძინა ივანიშვილი არაა, მას “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, ვინაიდან ბელარუსს აკეთებს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა. და ახლა ეს ოკუპირებული ქვეყანაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში.

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ აქ გიორგი ვაშაძეს, სხვა ქართველ ლიდერებს შევხვდით, რომლებიც ახლა ციხეში არიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ - მათ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით მათ, მათ ვუთხარით “საქართველოს გაუმარჯოს” და ახლა ეს ხალხი ციხეშია.

რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს ქართველი ხალხისთვის დასაბრუნებლად. საქართველოს გაუმარჯოს”, - განაცხადა გონჩარენკომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის