ალბანა ვოკში - საქართველოდან მძიმე და საგანგაშო ამბები კვლავ მოდის - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, ოპოზიცია კი აღარ იარსებებს - ეს არის ავტორიტარიზმი, რომელიც ყვირის

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიქტატორები და ავტორიტარები "იდეალურ არჩევნებს" აწყობენ. ყველაფერი ხდება მანამ, სანამ ხალხი საარჩევნო უბნებთან მივა - საქართველოდან მძიმე და საგანგაშო ამბები კვლავ მოდის, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის წევრმა ალბანა ვოკშიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება და მხოლოდ გასულ კვირას, ოთხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს.

“მხოლოდ გასულ კვირას, ოთხი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი დააკავეს. არა დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარის თქმისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და ყველაფერი, რაც პოლიტიკურ დევნასთანაა დაკავშირებული. დღეს საქართველოში ანგარიშვალდებულების ინსტიტუტები რეპრესიის ინსტრუმენტებად იქცა.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. მისი შემთხვევა არ არის ერთადერთი. დაკავებულები არიან სხვა ცნობილი ოპოზიციური ფიგურებიც. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი აქტიური ოპოზიციური ლიდერი, ქალი ლიდერი, ტერორის სამიზნე გახდა. მისი ქმარი ძალადობრივად გაიტაცეს. მის შვილებს დაემუქრნენ. ეს პოლიტიკა არ არის. ეს დევნაა. და ჩვენ ამას უნდა ვუწოდოთ ის რაც არის. და თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე საქართველოში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება და პარტიები შემცირდება და არსებობას შეწყვეტს. ოპოზიცია კი აღარ იარსებებს”, - განაცხადა მან.

პოლიტიკოსის თქმით, ამ პროცესების ფონზე, ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრები გეგმავენ PACE-ს ასამბლეაში მონაწილეობას, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ მოვალეობის გამო სურთ.

“უფრო უარესი ის არის, რომ ახლა ვიგებთ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც გეგმავს წევრების დევნას, ამ ასამბლეაში მონაწილეობას, აქ მოსვლას აპირებს, ჩვენთან შეხვედრას, დემოკრატიული მოვალეობების შესრულების გამო. ასე რომ, როდესაც პოლიტიკოსები კრიმინალიზებული არიან ამ პალატაში, ევროპული დემოკრატიის გულში გამოსვლის გამო, მაშინ რა შეგვიძლია ვუწოდოთ ამას? ეს არის ავტორიტარიზმი, რომელიც ყვირის”, - განაცხადა მან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის