ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება.

„ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობას ან ნაწილებს ამარაგებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე ონლაინრეჟიმში მიმართა.

მისი თქმით, „იმისათვის, რომ ომში რუსეთის მადა შემცირდეს, მისი ნავთობის შემოსავლები უნდა შემცირდეს“.

„ამიტომ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემცირების შემდგომ ნაბიჯებს. რეალური, მდგრადი მშვიდობისთვის - და ეს გუშინ გავუზიარეთ ყველა პარტნიორს, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან - აუცილებელია ბარელზე 30 დოლარის დადგენა, რათა დაიბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა, საკუთარი აგრესია დააფინანსოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს