საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა მელიასა და გივი თარგამაძის საქმეებზე განაჩენები დღეს გამოცხადდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გივი თარგამაძისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეებზე განაჩენები დღეს, 27 ივნისს გამოცხადდება.

გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული. პროცედურულად, თარგამაძემ დღეს საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, თუმცა, ისარგებლებს თუ არა ის ამ უფლებით, ან მივა თუ არა საერთოდ სასამართლოში, ეს ჯერ უცნობია. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, აღნიშნული საქმეც საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო. ბრალდებულის პოზიცია ცნობილია, ის არც აღნიშნული უფლებით სარგებლობას და არც სხდომაზე მოსვლას აპირებს.

ცნობისთვის, გივი თარგამაძესა და ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, შესაბამისად, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა. იმ შემთხვევაში, თუკი, მოსამართლე ნიკა მელიას მიმართ გამამართლებელ ან არასაპატიმრო განაჩენს დააყენებს, ის პენიტენციურ დაწესებულებას ვერ დატოვებს, რადგან სასამართლოს უპატივცემლობისთვის, კერძოდ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია