იაპონიაში, სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი - „მკვლელი „ტვიტერიდან“, რომელმაც ცხრა ადამიანი მოკლა

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ცხრა ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

CNN-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით „მკვლელი „ტვიტერიდან“ - ტოკიოს დაკავების სახლში ჩამოახრჩვეს. ეს იყო იაპონიაში სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

34 წლის ტაკაჰირო შირაიში 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მსხვერპლებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკავშირდებოდა და თავის ბინაში მიჰყავდა. პოლიციამ, ჩხრეკის დროს, კანაგავას პრეფექტურის ქალაქ ზამაში მდებარე მის ბინაში მაცივრის ყუთებსა და კონტეინერებში ადამიანების დანაწევრებული სხეულები აღმოაჩინა.

მამაკაცს სიკვდილით დასჯა 2020 წელს ცხრა ადამიანის - რვა ქალისა და ერთი მამაკაცის - მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის მიესაჯა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს