გივი თარგამაძის ადვოკატი - ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო სასამართლო არ არის, ეს არის ფარსი და რა დავალებაც მიიღო გალუსტაშვილმა, ის დავალება აღსრულდა

ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო სასამართლო არ არის, ეს არის ფარსი და რა დავალებაც მიიღო გალუსტაშვილმა, ის დავალება აღსრულდა,- ასე გამოეხმაურა ადვოკატი ბექა ბასილაია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თარგამაძე საბოლოო სიტყვას იტყოდა თუ არა, რადგან მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

„ნახეთ, საბოლოო სიტყვის მოლოდინში იყო, უნდა მოესმინა საბოლოო სიტყვა, ვუთხარი, რომ გივი გამოცხადებული არ იყო, უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო, საბოლოო სიტყვის მოსმენას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, წამიერად გამოაცხადა გადაწყვეტილება, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რაც ისედაც ვიცით არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ზუსტად ის გადაწყვეტილება მიიღება, რაც „ქართული ოცნების“, კობახიძის, ივანიშვილის მხრიდან მოდის დავალების სახით”, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება