ლაშა ფარულავა - როგორც ვიცი, „ლელოს“ არჩევნებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს, გუნდში არის მსჯელობა - საჭიროა ერთიანობა, რომ ამ ფარსში არ მივიღოთ მონაწილეობა

როგორც ვიცი, „ლელოს“ არჩევნებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს - გუნდში არის მსჯელობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ თვითმმართველობის არჩევნებში რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ საჭიროა ბოიკოტი და წინააღმდეგობა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პოზიციაა, რომ ჩვენ ტყუილსა და ფარსში მონაწილეობას არ ვიღებთ. ქვეყანაში დემოკრატია გაუქმებულია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები კლასიკური გაგებით, აღარ არსებობენ, რადგან ქვეყანაში აღარ არსებობს არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მათ შორის, რეგიონულ ლიდერებს ვუხსნით, რომ შემოდგომაზე დიდი საპროტესტო ტალღის ორგანიზებაა საჭირო, რომელიც შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში დემოკრატია აღდგება. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ივანიშვილის არჩევნებს და არ მივიღებთ მონაწილეობას ტყუილსა და ფარსში. ვისაც ტყუილში და ფარსში მონაწილეობა უნდა, მათ პასუხს საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი გასცემს.

როგორც ვიცი, „ლელოს“ არჩევნებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს. გუნდში არის მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, ყველა კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, რომელიც იაზრებს მდგომარეობას, ტერორს და რეჟიმის პირობებში პოლიტიკურ არსებობას - შემოუერთდება იმ ბრძოლას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად წლების განმავლობაში გვაქვს. საჭიროა ერთიანობა მათ შორის, იმისთვის რომ ერთი მხრივ, ამ ტყუილსა და ფარსში არ მივიღოთ მონაწილეობა და მეორე მხრივ, აუცილებელია რეჟიმს საკადრისი პასუხი გავცეთ. საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია - ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომელიც მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ საჭიროა ბოიკოტი და წინააღმდეგობა. ბოიკოტშიც და წინააღმდეგობაშიც ერთიანები უნდა ვიყოთ. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში ერთიანობას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ფარულავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია