გივი თარგამაძე - გავიმარჯვებთ აუცილებლად - ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო მალე, ვიდრე მე აქამდე მეგონა

გავიმარჯვებთ აუცილებლად. ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო მალე, ვიდრე მე აქამდე მეგონა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თარგამაძე საკუთარი სახლიდან პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა. მას ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიუსვლელობის გამო სხვა პოლიტიკოსებიც დააკავონ.

„ყველაფერი შეიძლება, კი. როდესაც ამდენი ახალგაზრდა ჰყავთ დაკავებული, ამდენ წელს უსჯიან. ისინი არ არიან საერთოდ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროტესტს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ პოლიტიკოსებზეც ასე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ახლა, კიდევ უფრო უნდა აკრიფოს ძალა.

როდესაც საქმე გვაქვს უკვე ნაღდ საოკუპაციო რეჟიმთან, აქ რა არჩევნებზეა [არჩევნებში მონაწილეობაზე] ლაპარაკი“, - განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, ასევე არ გაუკვირდება, რომ ქალი პოლიტიკოსებიც დააკავონ.

„ჩვენ ვხედავდით, როგორც სცემდნენ დარბევების დროს ქალებს, ახალგაზრდებს და რატომ უნდა გაგვიკვირდეს?“, - განაცხადა თარგამაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიაზე მის დაბარებას, როგორც თარგამაძემ განმარტა, მან არ იცის, რა კითხვები ჰქონდა მის მიმართ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, მაგრამ „თვითონ დაბარების ფორმულირება ეხებოდა, ფაქტობრივად, ყველაფერს - უსაფრთხოებას, თავდაცვას, ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებას [წინა ხელისუფლების დროს]“.

ამასთან, თუ რატომ ვერ მოხვდნენ კომისიის მიერ გამოსაკითხ პირთა სიაში „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები, თარგამაძის თქმით, ეს არ იცის, თუმცა თავად რატომ იყო ინტერესის ობიექტი, ამაზე ეჭვები აქვს.

„ჩემი ეჭვი გამოვთქვი, რომ რუსების ინტერესი არის ეს. მაქვს უფლება, რომ ასე მჯეროდეს. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კი, ველოდი. არ მოველოდი, რომ არ იქნებოდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. რაც დადგა იმის მოლოდინი მქონდა ზუსტად. განაჩენი არსებობს, ვიღაცამ უნდა წამიყვანოს იქ და წამიყვანოს ამ ხალხმა, ახლოს არის სახლთან“, - განუცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს დაკავებამდე.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. თარგამაძეს დღეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო