რუსეთმა უკრაინას 363 დრონით და 8 რაკეტით შეუტია

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი - 8 ლოკაციაზე“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი იყო.

დრონები რუსებმა ქალაქებიდან: კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს, „კინჟალები“ რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქიდან და „კალიბრის“ რაკეტები - კასპიის ზღვის აკვატორიიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს