გივი თარგამაძე - „ოცნება“ პუტინის ოცნებას ვერ აასრულებს ბოლომდე

„ოცნება“ პუტინის ოცნებას ვერ აასრულებს ბოლომდე, - ასე უპასუხა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტების კითხვას, როდესაც ის ხელბორკილებითა და პოლიციის თანხლებით პოლიციის განყოფილებას ტოვებდა.

დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის საქმეზე პოლიტიკოსს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

თარგამაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ სახლში ელოდებოდა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კი, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. გივი თარგამაძეს ხელბორკილები ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე დაადეს. როგორც მან დაპატიმერებამდე მედიასთან განაცხადა, ის ფიქრობს, რომ “რუსეთის დაკვეთით დააკავეს”.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს