ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც - მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც - მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში და მიიჩნევს, რომ ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც - მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი