ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელისგულზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების კრიტიკოსებს სურთ „მათთვის საინტერესო“ ინფორმაციას მიაკვლიონ, თუმცა მთავრობა გამჭვირვალედ და პრინციპების დაცვით მუშაობს.

„საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენი კრიტიკის მოსურნეები დღემდე ეძიებიან მათ და მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპებს შესაბამისად.“- განაცხადა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს თქმით, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები და მასზე წვდომა მეორე დღესვე აღდგა.

„ასევე ჟურნალისტებმა მკითხეს, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, დავინტერესდი და მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია. აქაც ეძებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი“,- განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში