პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, არაერთგზის) წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს