კახა კალაძე ევროსაბჭოში გამართულ დებატებზე - მაინტერესებს, თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ? - ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები

მაინტერესებს, თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ევროსაბჭოში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში პოლიტიკოსების დაკავება დაგმეს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რასაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

„წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებების გაკეთება. ისინი თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია. რეალობა ხომ ვიცით ყველამ და იცის ქვეყნის მოსახლეობამ - ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ყველაფერი კანონშია გაწერილი, თუ რა ხდება არგამოცხადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.

განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო წლებსა და თვეებში ვისმენთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს შანტაჟზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე და ორმაგ სტანდარტზე. მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ?“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი