ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ - მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

მზად ხართ საგულშემატკივროდ?! 29 ივნისიდან, იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. ბორჯღალოსნები აპენინის ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ, სადაც 26 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიელ თანატოლებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ და შემდეგ, პირველი მატჩისთვის მოემზადებიან.

20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მსოფლიო თასისთვის 30 მორაგბე შეარჩია:

შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი, ლუკა ნარსია (აია), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, დავით არჩვაძე, ნიკა აბესაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე, ანდრო დვალი (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), გიორგი არძენაძე (ბათუმი).

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი, საბა შარვაშიძე (აია), დავით წიკლაური, ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი, სანდრო მესხიძე, ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან და მასპინძელ იტალიასთან ერთადაა.

ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი კი, ასეთია:

ირლანდია Vs საქართველო | 29 ივნისი, 20:00, კალვიზანო

ახალი ზელანდია Vs საქართველო | 4 ივლისი, 20:00, ვიადანა

საქართველო Vs იტალია | 9 ივლისი, 22:30, კალვიზანო

თიბისისთვის ქართული რაგბის მხარდაჭერა მომავალში ინვესტიციაა - იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ენერგიის მაგალითები არიან.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს