სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - სამართალდამცავებს ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიის დატოვების ბრძანება უსაფრთხოების მიზნით და სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიეცათ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, უსაფრთხოების ძალებს წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიის დატოვების ბრძანება უსაფრთხოების მიზნით და სიტუაციის შესაძლო და განზრახ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიეცათ.

მათივე განმარტებით, სამართალდამცავი ორგანო აგრძელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და პირადად გამოცხადდეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო ჯგუფის წინაშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი ქმედებებისთვის ხელის შეშლა სამართლებრივ შეფასებას დაექვემდებარება.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა კათოლიკოსის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, სადაც ისინი მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად იყვნენ მისულები და შეკრებილმა მოქალაქეებმა ამის უფლება არ მისცეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!