გიორგი კირთაძე ოპოზიციონერების დაკავებაზე - პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენისა და მოტივაციის გაჩენა ხალხში - არათუ ვერ გავტყდებით, არამედ მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვება ბოლოს მაინც ჩვენს ქვეყანას დარჩება

არათუ ვერ გავტყდებით, არამედ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და გამარჯვება ბოლოს მაინც აუცილებლად ჩვენს ქვეყანას დარჩება, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სრულ იზოლაციაზე პასუხი უნდა იყოს რწმენისა და მოტივაციის გაჩენა იმ ხალხში, ვინც იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„არასრული ერთი თვის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა ნიკა მელია წინასწარი პატიმრობით ორჯერ დააპატიმრა. დღეს მის წინაშე დაადასტურა ბრალი და განაჩენი მიიღო სასამართლომ, ასევე ამ არასრული ერთი თვის განმავლობაში ნიკა მელია კრიმინალურად გაიტაცეს. ამ კრიმინალურ გატაცებაზე ამ დრომდე, ფორმალური დოკუმენტაციაც კი, არც ნიკა მელიას და არც მის უფლება დამცველებს ჩაბარებული არ აქვთ, მეტიც, მის დაკავებაზე პასუხისმგებელი ადამიანები რეჟიმმა შსს-ში თანამდებობაზე დააწინაურა.

ასევე დღეს, რეჟიმმა გივი თარგამაძე დააკავა და საპყრობილეში გაუშვა. ამით რეჟიმმა დიდი ხნის სურვილი და ოცნება აუხდინა პუტინს. სოლიდარობა გივი თარგამაძეს! ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რატომ ჩადის ამ საქციელს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, მათი მთავარი მოკავშირე ახლა, არის იმედისა და რწმენის გატეხა იმ ხალხში, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამიტომ არიან ისინი ამ რეჟიმში, ამიტომ გადადიან ისინი სრულ იზოლაციაზე და ამიტომ არიან ძალადობის ყველა ფორმის გამოყენების ეტაპზე. ამის პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენისა და მოტივაციის გაჩენა იმ ხალხში, ვინც ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და ამის ნათელ მაგალითს ნიკა მელია, გივი თარგამაძე,ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში არიან წასულები, აქტიურად გვაძლევენ. ასევე ამის მაგალითს გვაძლევს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალბატონები, რომლებიც ამდენი თვის განმავლობაში საპყრობილეში ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და ვერ გატეხეს“, - განაცხადა კირთაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა