მაია სანდუ - მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტს, რომელიც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს

თბილად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას სუვერენიტეტის, მდგრადობისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ვაფასებთ ჩვენი რეფორმების პროგრესის აღიარებას და ყველა მოლდოველისთვის ევროპული მომავლის მშენებლობის მიმართ ერთგულები ვრჩებით“, - წერს სანდუ.

შეგახსენებთ, გუშინ გამართული ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მოუთმენლად ელის მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც 2025 წლის 4 ივლისს გაიმართება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვას რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველ კლასტერს 4 ივლისს გახსნის და ეს კიშინიოვში ევროკავშირი-მოლდოვას სამიტის დროს მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს