ლევან მახაშვილი - სამწუხაროა რეალობაა, რომ დღევანდელი ევროპის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ძალიან შორს არის იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტისგან, რის ჩამოყალიბებასაც თავის დროზე სათავეში ჟან მონე და რობერ შუმანი ედგნენ

სამწუხაროა რეალობაა, რომ დღევანდელი ევროპის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ძალიან შორს არის იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტისგან, რის ჩამოყალიბებასაც თავის დროზე სათავეში ჟან მონე და რობერ შუმანი ედგნენ, - ასე უპასუხა PACE-ში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე დასმულ კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის შეფასებით, ევროპის სტრუქტურებში შავს ეძახიან თეთრს, ხოლო თეთრს - შავს.

„გავეცანი გზავნილებს და რაც სამწუხაროდ, ვიხილეთ, ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც დაცლილი არიან ევროპისგან, ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტისგან. ამ ადამიანებს შეუძლიათ ვიწყო პოლიტიკური ინტერესების გამო გაწირონ ყველა და ყველაფერი - შავს დაუძახონ თეთრი, თეთრს დაუძახონ შავი. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიხილეთ.

ამ პლატფორმაზე რამდენადაც ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას, ოპოზიცია ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებდა, რათა დაზიანებულიყო საქართველოს რეპუტაცია, საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელი მაქსიმალურად შელახულიყო. მათ ურჩევნიათ, საკუთარ მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალონ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს