„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის წარდგენა „ეკონომიკური ფორუმის“ სადისკუსიო ფორმატში გაიმართა

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, „ეკონომიკური ფორუმის" პანელურ სადისკუსიო ფორმატში, ამბასადორის კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტსა და მის განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.

„ეკონომიკური ფორუმი“, რომლის ძირითად სადისკუსიო თემასაც, ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა, „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. პანელურ დისკუსიაში, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„მნიშვნელოვანია, რომ „ეკონომიკური ფორუმი“ წარმოადგენს კონკრეტული ინიციატივების, გადაწყვეტილებების, ინოვაციური იდეების გაზიარებისა და არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის სივრცეს. „ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, განხილული იქნა სტრატეგიული პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდაში. დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი შთამბეჭდავი შედეგები ამბასადორის კუნძულის განვითარებასთან დაკავშრებით. კერძოდ, ჩვენ მიმდინარე წელს უკვე ამავე ზაფხულში ვაპირებთ 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებას და ორი ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობის განვითარებას. ჯამური საინვესტიციო პოტენციალით დაახლოებით, 600 მილიონი აშშ დოლარი,”- აღნიშნა გოჩა კამკიამ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს