აშშ-ის სასაზღვრო პატრული - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, - ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის სასაზღვრო პატრული ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის აგენტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული წარსულში იყო კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი, მსჯავრდებული საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანისთვის, აღიარებული აქვს რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობა.

აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს, ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და მეორედ - მოპარული ნივთების ფლობისთვის.

„ახლა ის დეპორტაციის პროცედურის მოლოდინშია“, - აცხადებენ საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს