პეტრე ცისკარიშვილი - როგორც ჩანს, ბრიტანეთს აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორი თაღლითური სქემებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში, ახერხებენ კიდეც ქართველი ე.წ. ბიზნესმენები რუსეთში სხვადასხვა საქონლის მიწოდებას

როგორც ჩანს, ბრიტანეთს აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორი თაღლითური სქემებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში, ახერხებენ კიდეც ქართველი ე.წ. ბიზნესმენები რუსეთში სხვადასხვა საქონლის მიწოდებას და დახმარებას, რომ რუსეთმა გვერდი აუაროს სანქციებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ, რაც ყველაზე ცუდია, ამით დაზიანდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში, “ნაციონალური მოძრაობა” ვამბობდით, რომ ივანიშვილმა და მის გარშემო არსებულმა ბიზნესებმა თუ ოჯახებმა დაალაგა სქემები რუსეთთან, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი აუაროს, ამაზე ბენეფიტი სამხედრო თვალსაზრისით მიიღო რუსეთმა, ხოლო ფინანსური ბენეფიტი მიიღო ივანიშვილის კლანმა. ეს რომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ყველას ძალიან კარგად გვესმის და, მათ შორის, არც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რადგან, როგორც ჩანს, მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაციები, თუ როგორი თაღლითური სქემებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც ქართველი ე.წ. ბიზნესმენები რუსეთში სხვადასხვა საქონლის მიწოდებას და რა თქმა უნდა, ამას ექნება თავისი შედეგები, ამას მოჰყვება სანქციები, ეს იქნება ინდივიდუალური სანქციები, ვინც ჩართულია საქმეში, მაგრამ ამით დაზიანდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ეკონომიკა, აღარ შემოვა ინვესტიციები, რადგან დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მიმართ სანქციები”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის