ლაშა ტუღუში - დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია

„ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლაში ისმოდა ოპტიმიზმი დასავლეთთან ინტეგრაციის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, რეალობა ამ ოპტიმიზმისგან მკვეთრად განსხვავდება.

როგორც ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ევროპასთან ინტეგრაცია შეჩერებულია და აღნიშნა, რომ დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია.

„საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს. მსგავსი არაერთი გამოსვლა გვინახავს პარლამენტში. კობახიძის გამოსვლაში ყურში რაც მომხვდა იყო ოპტიმიზმი დასავლეთთან ინტეგრაციის. ჩემი აზრით, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, რადგან ეს პოლიტიკა თუ გაგრძელდა, დიდი აბსურდია 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რაღაც მიღწევები გვქონდეს ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას დღეს, გუშინ იყო მნიშვნელოვანი თარიღი, მოლდოვას და უკრაინას კარი გაუღეს. ისინი გეგმით მიდიან, ჩვენ კი უკან მივდივართ.

რაც შეეხება ასოცირებას, არ ვიცი კობახიძემ ეს რატომ ახსენა. პროცესი საერთოდ გაჩერებულია. ჯერ ხომ ჩვენ ვუთხარით თავი დაგვანებონ და იმათაც გვითხრეს. არაფერი ხდება, არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს ასოცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი საპირისპირო ხდება, რაც არის ევროპული ინტეგრაცია. დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია“,- განაცხადა ტუღუშმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს მოძალადედ წარმოაჩენს, მაშინ როცა „სწორედ მათ გვასწავლეს, რა არის დემოკრატია“.

მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი კი არა, ათობით ათასი ნორმის მიღებას და სისტემური რეფორმების გატარებას გულისხმობს.

ტუღუში ხაზს უსვამს, რომ წლების განმავლობაში თავად ხელისუფლება ეხვეწებოდა პარტნიორებს დახმარებას, რათა დემოკრატიული სტანდარტები ქვეყნისთვის გასაგები და მისაღები გამხდარიყო.

„განსაკუთრებით სავალალოა, როდესაც დასავლეთს მოძალადედ წარმოაჩენენ. ვითარების პარადოქსული ახსნა არსებობს - რას ნიშნავს ევროპული ინტეგრაცია? ეს არის დაახლოებით 100 ათასი ნორმატიული აქტის მიღება, იმისათვის რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს. ამდენი წლის განმავლობაში უცხოელებს ეხვეწებოდი დაგხმარებოდნენ, რადგან არ იცი დემოკრატია რა არის. რითაც დღეს ვტრაბახობთ ეს ხომ დასავლეთიდან გადმოტანილი სისტემებია, გვასწავლეს, დაგვეხმარნენ, ფული დახარჯეს, მხარში დაგვიდგნენ. იმიტომ არიან აქტიურები შენ დახმარებაში, რომ შენ თქვი მინდა, სისტემის ნაწილი გავხდეო“,- განაცხადა ტუღუშმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის