PACE-ს მომხსენებლები - საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ.

„ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში „ფაქტების დამდგენელი ვიზიტის“ განხორციელებას გეგმავენ, რაც მათი ძალისხმევის ნაწილი იქნება „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად“ და „ქვეყანაში ყველა აქტორთან ღია დიალოგში ჩასართავად“, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებების სრული პატივისცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს