ზაზა თავაძე - პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებზე, ამის გარდა არის პროტესტის გამოხატვისა და რეჟიმთან ბრძოლის სხვა საშუალებები, რომელსაც ახლა სახეზე ვხედავთ, რაც გადაწყვიტა ელენე ხოშტარიამ

რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე - უნდა ჩამოვყალიბდეთ ნეიტრალურ კანდიდატურებზე, ეს არის გზა, ეს არის გამარჯვების ფორმულა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სტრატეგიას იზიარებს „ლელოც“ და მალე ამ სტრატეგიას კიდევ ბევრი შეუერთდება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმს უბრძოლველად არ დავუტოვოთ არც თბილისი და არც მთლიანი საქართველო. ჩვენი აზრით, პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ამ არჩევნებზე. ამის გარდა არის პროტესტის გამოხატვისა და რეჟიმთან ბრძოლის სხვა საშუალებები, რომელსაც ახლა სახეზე ვხედავთ, რაც გადაწყვიტა ელენე ხოშტარიამ.

რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. არა მაგალითად ჩვენი პარტიის წარმომადგენელზე ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელზე, არამედ ნეიტრალურ კანდიდატურაზე თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ის მიიღებს მონაწილეობას მაგალითად თბილისში და ასე გავუწევთ რეჟიმს წინააღმდეგობას, ეს არის ჩვენი სტრატეგია. ამაში მოგვყვება „ლელო“, ამაზე ისაუბრეს სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი შემოგვიერთდება.

ჩვენთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა თვითმიზანი კი არ არის ან მონაწილეობა მონაწილეობისთვის კი არ გვინდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ე.წ. დრაკონული კანონების მიღებით კატასტროფულადაა გაუარესებული საარჩევნო გარემო, ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ როდესაც ბრძოლა რთულდება, უფრო პრობლემური ხდება, ამ დროს რა ხდება, უბრძოლველად უნდა ჩავაბაროთ ივანიშვილს ეს ქვეყანა? მე ვფიქრობ, არა. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძის მოსაზრებით, მისასალმებელი იქნება, თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნება.

„ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერება არის აუცილებელი და სისხლხორცეული ამ პროცესისთვის და თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გადაწყვეტს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით, ეს იქნება ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი თბილისთან მიმართებაში“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა