კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა - ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე ი.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება