გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.

პოლიტიკოსის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან მიაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია.

მისი თქმით, ხელისუფლება ესკალაციაზე მიდის და მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია.

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას - შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურევა, ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენ ვუღალატებთ ციხეში უკანონოდ მყოფ ადამიანებს და საზოგადოებასაც. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწორი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება