ალეკო ელისაშვილი - დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ თავი არ დაგვიხრია - მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება

ერთიანობისა და ბრძოლის ჟინის დასტურად ჩვენ ყველანი ვაპირებთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ისევ ვიბრძვით. ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს იმის მიუხედავად, უჭერენ თუ არა მხარს კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“, მოუწოდა კვირას, 29 ივნისს საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა. მისი თქმით, მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და რუსთაველისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

„არნახული ზეწოლისა და რეპრესიების მიუხედავად, როდესაც ოპოზიციის ლიდერების ნახევარი საპატიმროშია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას. ის ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბრძოლას არ ვწყვეტთ. ერთიანობისა და ბრძოლის ჟინის დასტურად ჩვენ ყველანი ვაპირებთ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ისევ ვიბრძვით. ჩვენ გვწამს ჩვენი გამარჯვების. ამის დასტურად ხვალ 19:00 საათზე ვაპირებთ ისევ შევიკრიბოთ მარჯანიშვილზე, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩები მტკიცედ და მივიდეთ რუსთაველზე. მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ჩვენი კოალიციის მხარდამჭერი, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ თავი არ დაგვიხრია. ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს