ელენე ხოშტარია - ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია - მნიშვნელოვანია, ბრძოლის სწორი სტრატეგია გვქონდეს

ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა, შიმშილობს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა და ორგანიზებულობაა.

„ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის გზაჯვარედინზე ვართ - რუსებთან, პრაქტიკულად რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბრძოლის სწორი სტრატეგია გვქონდეს ამ რეჟიმთან. სწორი სტრატეგია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, პირველი, ეს არის, ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან, ამაში შედის რა თქმა უნდა, არათუ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, არამედ, ამ არჩევნების დელეგიტიმაცია და ხალხთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს, როგორც ვერ შედგა პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისია და ა.შ. ამ დელეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის დაორგანიზება, როცა პოლიტიკური სიცხადე შემოვა, აქციებიც ახალ ეტაპზე გადავა. ახლა ხალხი ბუნებრივია, დაბნეულია და აუცილებელია ჩვენი პარტნიორებისთვის თქმა, რომ საქართველო ის ქვეყაანაა, სადაც ვერც ომი და ვერც ჰიბრიდული ომი ვერ აჩერებს ხალხს ბრძოლილსგან. ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია“, - განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ხელისუფლებამ ქალი პოლიტიკოსების დაკავებები დაიწყოს, ხოშტარია დადებით პასუხს სცემს.

„მე წარმოდგენა არ მაქვს, როდის, ვის დაიბარებენ [პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია], მაგრამ 100%-ით ვიცი, რომ დაჭერა არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითიც ისინი გვებრძვიან - დაჭერა, პროპაგანდა, ამიტომ დაჭერა გარდაუვალია, ამიტომ ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იჭერს, ხალხს ციხეში სჯის, მშობლები უკვდებათ და ვერ ნახულობენ, ასეთ ხელისუფლებასთან არჩევნებობანას თამაში უბრალოდ, ამორალურიც არის, არასწორიც არის და მარცხის ფორმულაა. აქედან გამომდინარე, ისინი ეცდებიან დაიჭირონ, მაგრამ ჩვენ აქ არ შეგუების მტიცე კედელი უნდა დავახვედროთ მტკიცე კედელი“, - განცახდა ხოშტარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის