„ლელო - ძლიერი საქართველო“ - მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება

მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობითვე, თეატრში დღეს, ბესო სოლომონაშვილის პიესის - „არამედ რაღაც სხვა” პრემიერა შედგება.

„არამედ რაღაც სხვა” - ბესო სოლომონაშვილის ეს პიესა, ტერენტი გრანელის ცხოვრების უცნობ დეტალებს ასახავს და დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს პასუხობს. გრანელს როგორც აქტივისტს და მებრძოლს, საზოგადოება დღეს პირველად გაიცნობს.

სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა რეპეტიციები ახალგაზრდა მსახიობთა შემოქმედებით დასთან ერთად.

წალენჯიხის თეატრში პრემიერას, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც უნდა დასწრებოდნენ. თუმცა “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ლიდერების გზავნილს საზოგადოებას, “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი გააცნობს.

წალენჯიხის ინოვაციური თეატრი, ისევე როგორც არტ-მეურნეობაში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო, სპორტულ- გამაჯანსაღებელი თუ კულტურული პროექტები, მამუკა ხაზარაძის მიერ უკვე 2 წელია ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს