ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილი პრეზენტაცია ხედვის: “ართანამშრომლობა - როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს”, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, დღევანდელი პრეზენტაცია ვერ ჩატარდება,- ამის შეასახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გიგა ლემონჯავამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

მისი განმარტებით, პრეზენტაცია მაშინ გაიმართება, როდესაც ამას პოლიტიკოსი ფიზიკურად შეძლებს.

“მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო კონსულტაცია, თუმცა პრეზენტაციის ჩატარება, სამწუხაროდ, დღეს ვერ მოხერხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, თუ როდის

იქნება ეს პრეზენტაცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამაიანს, ვინც ამ პრეზენტაციის მოსასმენად აქ მოვიდა და მინდა მივცე სიტყვა, რომ ამ პრეზენტაციას ისინი მოისმენენ, როგორც კი ელენე ამას ფიზიკურად შეძლებს.

ელენეს წნევა ჰქონდა მომატებული. მიიღო წნევის დამწევი შესაბამისი მედიკამენტი. ამჟამად მისი მდგომარეობა არის ნორმალური”,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მეორე დღეა შიმშილობს, განცხადების გაკეთებას აპირებდა. ის გეგმავდა მოქალაქეებისთვის წარედგინა ხედვა: “ართანამშრომლობა - როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს”.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ დაიწყო, კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ კი დღეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს დღესვე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს