გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება - ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის და რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპისთვის და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.

„რუსეთი ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას გერმანიაში, სადაც მშვიდობიანად და თავისუფლად ვცხოვრობთ“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

ამასთან, მინისტრმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რაც უფრო თანმიმდევრული იქნება დასავლეთი მოსკოვის მიმართ, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე დათანხმდება.

„ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს