რადას დეპუტატი - უკრაინა ტოვებს ოტავას კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს

უკრაინა ტოვებს ოტავას კონვენციას, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას და წარმოებას, - ამის შესახებ პარტია „გოლოსის“ სახალხო დეპუტატმა და უკრაინას უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანმა, რომან კოსტენკომ განაცხადა.

„ახლახან შემატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოტავას კონვენციიდან გასვლის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებაა და კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას და წარმოებას“, - განაცხადა რომან კოსტენკომ.

მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ომის რეალობა დიდი ხანია მოითხოვს.

„რუსეთი არ არის ამ კონვენციის მხარე და მასიურად იყენებს ნაღმებს ჩვენი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ შებოჭილები ისეთ პირობებში, როდესაც მტერს არანაირი შეზღუდვა არ აქვს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ახლა უმაღლეს რადაში იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს