ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.

„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს - პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. უბრალოდ, მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემს ხედვას, როგორ ვიბრძოლოთ. თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებებს შევიტანთ ფორმებში, (ჩემს ჭკუაზე კი არ უნდა იარონ), მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, - განაცხადა ხოშტარიამ გადაცემა “პოლიტ-ქალაქისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც „პალიტრანიუსის“ ეთერში დღეს, 20:00 საათზე გავა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, საერთო ბრძოლას გარკვეული პოლიტიკური სიცხადე აკლია, რის გამოც დღეს ქუჩაში ნაკლები ხალხია.

„დღეს ხელისუფლებასთან მიმართებით რამეზე საუბარი საერთოდ აბსურდია. ჩემი აზრით, ჩვენ ის ხალხი, ვინც ვიბრძვით, პროდასავლური ოპოზიცია და არა მხოლოდ, პროდასავლური ფლანგი, ვართ გარკვეულ გზაგასაყარზე. ამიტომაც არის, რომ ნაკლებია ქუჩაში ხალხი. გარკვეული პოლიტიკური სიცხადე აკლია, თუ რა ტიპის ბრძოლაში ვართ. ახლა რა უნდა იფიქროს ადამიანმა, თუ ხვალ არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, მაშინ აბსოლუტურად სხვა ტიპის ქცევას სთავაზობ და პირიქით, თუ მას უნდა აჩვენო, ეს არჩევნები არ არის, არამედ არის ყალბი, რუსული ტიპის არჩევნები, მაშინ სულ სხვა ტიპის ქცევაა. ამაში თუ არ ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, ცხადი და მტკიცე, ეს გახლეჩვა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, „არჩევნებში შესვლა არის ხელისუფლებასთან თანაშრომლობა“.

„მე მჯერა და თავს გადავდებ იმ ტიპის ბრძოლისთვის, სადაც ჩვენ ვიქნებით ერთიანი და ამ რეჟიმთან ნულოვანი თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი აზრით, ოპოზიციის რამდენიმე პრინციპის გარშემო უნდა გაერთიანდეს, მათ შორის მთავარი არის ართანამშრომლობა.

„პირველი, არის ნულოვანი თანამშრომლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოქმედების არეალს შეუზღუდავს. ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ უნდა დავიწყოთ დელეგიტიმაციის კამპანია. მე მხოლოდ ფიზიკურ ჩაშლაზე არ ვლაპარაკობ. ლეგიტიმაცია მოიპოვება არჩევნებში ხალხის რწმენით. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა მთელ საქართველოში იმის ახსნით, რომ ნუ მივცემთ საშუალებას „ოცნებას“ არჩევნები დაარქვას იმას, რაც თავისი არსით არჩევნები არ არის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა და პროტესტის მასშტაბი უნდა გაიზარდოს.

„თუ რამეს მოვითხოვ ოპოზიცისგან ახლა, ეს არის სიცხადე, ასეთი ან ისეთი იმიტომ, რომ ამ სიცხადეში არყოფნა აძლევს ძალიან დიდი სივრცეს „ქართულ ოცნებას, რომ ხალხის ტვინიც არეული იყოს და ზოგადად, სიტუაციაც“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნების“ მიმართ რაიმე მოთხოვნას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან „ხელისუფლება არ არსებობს“.

„არ არსებობს აქ ხელისუფლება, არც ადამიანები არსებობენ. ცდილობენ ადამიანობის დაკარგვის და ზიზღის გარემოში გვაცხოვრონ. ამიტომ, მე მათთან არაფერი მოთხოვნა არ მაქვს. მე მათთან მაქვს გამოცხადებული ისეთი ბრძოლა, უკან არცერთ ნაბიჯს რომ არ გადავდგამ“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, „იმის თქმა, რომ პროტესტმა არაფერი მოიტანა და ქუჩიდან არაფერი გამოვა, არის კაპიტულაცია“. ხოშტარიას თქმით, ასეთი „კაპიტულაცია“ არ გამოუცხადებია არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ახლა პოლიტიკურმა პარტიებმაც არ უნდა გამოაცხადონ.

„ბრძოლას, რომელსაც წესი არ აქვს, არჩევნები ვერ ერქმევა. მეც ვთავაზობ ბრძოლას, ოღონდ ბრძოლას ყალბ პროცესში კიი არა, რეალურ პროცესში, რადგან სიმართლეა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის“,-განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, საქართველოში მარტო კი არ გაყალბდა არჩევნები, არამედ გაუქმდა.

„პოლიტიკოსი, რომელმაც ხელი ჩაიქნია, უნდა წავიდეს სახლში. პოლიტიკაში იმიტომ არ ხარ, შენ რომ ხელს ჩაიქნევ, ის ხელის ჩაქნევა ხალხს გადასდო“,-განაცხადა ხოშტარიამ.

მისი განმარტებით, „დღეს პირველი ნიშნებია იმისა, რომ ხელისუფლების შიგნით რყევები არის ხელშესახები“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა