თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას შიმშილობის გადაწყვეტილებაზე - წამით არ გამჩენია კითხვა - რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი, ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

ელენე ხოშტარიას პოზიციას სრულად ვიზიარებ - არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ მას კითხვა არ გასჩენია ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ, რადგან „ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით”.

„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგარი დებატიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როდესაც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე.

წამით არ გამჩენია კითხვა - რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც შესვლა მას დამღუპველად მიაჩნია.

ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან თამაშის წესებს.

სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, - წერს თინა ბოკუჩავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს