ირაკლი კუპრაძე - ყველამ უნდა შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ

ყველამ უნდა შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ, - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ის სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას.

„ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენთვის პერსონალურად, მათ შორის, თუმცა, მგონია, რომ უნდა შევარჩიოთ ყველამ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ“,- აღნიშნა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია