სალომე ზურაბიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა - ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია

შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა - სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის "კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი".

„შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთი მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა, რომ ვიღაცები ჩამოიშორონ. გაუგებარი მდგომარეობა მათთვის, ჩვენთვის კი გასაგები. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა, ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია, ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ არის ის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ, შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ - არა! არანაირი!

აგერ ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და არც გამოუხედია ამათკენ, ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ხალხში არ უნდა ჩაიბუდოს იმედგაცრუებამ, რომელიც "ქართული ოცნებისგან" არის წამოსული.

"თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდათ, რომ ჩვენ დაგვასუსტონ. როგორ გვასუსტებენ - ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა ის, რომ დღემდე არსებობს მიუხედავად იმისა, რასაც ცდილობენ ღია თუ ფარული ხერხებით. ჩემ დისკრედიტაციას ცდილობენ, არა უშავს, ესეც არ გამოუვათ. არაფერი აღარ გამოუვათ თუ ყველა ერთად ვიქნებით. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა