სალომე ზურაბიშვილი - გამარჯვება რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ

გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ - იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ერთადერთი ამბიცია, „რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ“.

„ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, არუშავს, ესეც აღარ გამოუვათ, რადგან არაფერი გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ამაში ვერავინ ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ვუძლებთ. გასაგებია, სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით, ნუ მეკითხებით, იმ შემოგდებულ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ, კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის