გაეროში ირანის ელჩი - ირანი ბირთვულ გამდიდრებას არასდროს შეაჩერებს

გაეროში ირანის ელჩი, ამირ-საეიდ ირავანი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ გამდიდრებას არასდროს შეაჩერებს, რადგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით, ის მშვიდობიანი მიზნებისთვის დაშვებულია.

„გამდიდრება ჩვენი უფლებაა, განუყოფელი უფლება და გვსურს ამ უფლების განხორციელება“, - განუცხადა ირავანიმ CBS News-ს.

მისი მტკიცებით, თეირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული უპირობო დანებება მოლაპარაკება არ არის.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უპირობო დანებება არ არის მოლაპარაკება. ეს არის პოლიტიკის კარნახი ჩვენთვის“, - აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.

ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს მისი მთავრობის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის, ან სააგენტოს ინსპექტორების მიმართ, რომლებსაც ზოგიერთი ირანელი ჩინოვნიკი ისრაელისთვის მისი თავდასხმების გამართლებაში დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.

„არანაირი საფრთხე არ არსებობს. ინსპექტორები ირანში იმყოფებიან, ისინი უსაფრთხო პირობებში არიან, მაგრამ მათი საქმიანობა შეჩერებულია. მათ არ აქვთ ჩვენს ობიექტზე წვდომის უფლება. ჩვენი შეფასებით, მათ თავიანთი სამუშაო არ შეასრულეს“, - აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს