მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში, გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 30-1 ივლისს ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

მათივე ცნობით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმაზე და ფინანსების მობილიზებაზე მსჯელობს.

„კონფერენციაში მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეებს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი მიმართავენ. კონფერენციას გახსნის ესპანეთის მეფე ფელიპე VI.

მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონულ როლსა და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის