ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას დასჯის ნაცვლად აპატიებენ - რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს

ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია, რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯურაჯ ბლანარის განცხადებას, რომლის თქმითაც შესაძლოა, რუსეთს უნდა აპატიონ ყველაფერი, რაც მოხდა.

„ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია. გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას, დანაშაულის გამო, დასჯის ნაცვლად აპატიებენ. რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს და მათ, ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავთ, არ აქვთ უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთონ“, - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება და რომ ასეთი კონფლიქტების აცილება „დიპლომატიური საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით“ უნდა მოხდეს. „დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და ვეძებოთ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა იპოვოს გზა რუსეთთან თანამშრომლობისთვის „და შესაძლოა, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს