გედევან ფოფხაძე - ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს, მე საერთოდ არ მაინტერესებს გახარია და „ლელო“ რას გააკეთებენ - თუ ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, შიმშილობა შევწყვიტო

თუ გაჩნდება ფორმატი, რომელიც უფრო ქმედითი და ბრძოლისუნარიანი იქნება, შიმშილობა, რომ არ არის ის საშუალება, რომელიც რეჟიმს გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც ის ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობს.

მისი თქმით, „თუ სახალხო, ძლიერი პროტესტი იქნება, ამას რეჟიმი ანგარიშს გაუწევს, ხოლო ამ სახალხო პროტესტისთვის საჭიროა მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის დიდი, ეროვნული ერთობა“.

„თუ გაჩნდება ფორმატი, რომელიც უფრო ქმედითი და ბრძოლისუნარიანი იქნება, შიმშილობა, რომ არ არის ის საშუალება, რომელიც რეჟიმს გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. ვხვდები, რომ ემპათია არ არის ხელისუფლების საუკეთესო თვისება. მაგრამ თუ სახალხო, ძლიერი პროტესტია - ამას რეჟიმი ანგარიშს გაუწევს. ამ სახალხო პროტესტისთვის საჭიროა დიდი, ეროვნული ერთობა - მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთობის საფუძველი და გამაერთიანებელი პრინციპი უკომპრომისო, უშეღავათო და პრინციპული ბრძოლაა, სადაც არ რჩება სივრცე ამ რეჟიმის აღიარების და თანამშრომლობის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, „თუ საქართველოში ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, შიმშილობა შეწყვიტოს.“

„ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს. მე საერთოდ არ მაინტერესებს გახარია და „ლელო“ რას გააკეთებენ. მე ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი - თუ ვიღაცას ჰგონია, რომ თვითმმართველობაში კენჭისყრით და იმით, რომ თბილისის საკრებულოში შევა ოპოზიციიდან, ის თავისი სამშობლოს წინაშე ვალს ასე მოიხდის - მე მგონია, რომ ჩვენი ვალი თავგანწირვით უნდა მოვიხადოთ. თუ საქართველოში ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, შევწყვიტო შიმშილობა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია