კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო - ცხადია, ოპოზიციაში დაპირისპირება არსებობს, ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია

ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. ცხადია, ოპოზიციაში დაპირისპირება არსებობს. ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პატრონები გარედან ცდილობენ, რომ მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება, ერთი პლატფორმა შეიქმნას, სადაც ერთად იქნებიან.

„აღნიშნული გადაწყვეტილება [შიმშილი] მიუთითებს თუ რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. ცხადია, ოპოზიციაში დაპირისპირება არსებობს. ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია. მესმის, საკუთარი პატრონები გარედან ცდილობენ, რომ მოხდეს გაერთიანება, ერთი პლატფორმა შეიქმნას, სადაც ერთად იქნებიან…. ამის არაერთი მცდელობა იყო. დღეს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს აქვს მიღებული გადაწყვეტილება რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მათიც მესმის. თუ პოლიტიკური პროცესებში არ იღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები. თუნდაც მცირე მხარდაჭერა და თანადგომა ვერ გექნება საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ აზრთა სხვადასხვაობას, განხეთქილებას, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი