ანდრია ბასილაია - თბილისის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მასზე წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ზემოთ აღნიშნული მიმართულების 30 პროგრამა მოქმედებს, რომლის ბენეფიციარი წელიწადში ნახევარი მილიონი თბილისელია.

ბასილაიას განმარტებით, მთლიანობაში ამ წლებში 4 მლნ-მდე განაცხადი დაფინანსდა.

„მოსვლის დღიდან ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ახალ პროგრამებზე, რომლებიც ყველაზე უფრო საჭირო იყო საზოგადოებისთვის. ამ წლების განმავლობაში ბევრი ახალი პროგრამა დაინერგა. პირველ რიგში, ეს არის ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტის დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 60 შემთხვევა, დაფინანსება ერთ პაციენტზე 120 000 ლარია; ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მკურნალობის ფარგლებში დაფინანსდა ბევრი კვლევა, ასევე, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა; ასევე, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ორი მუნიციპალური სკრინინგ ცენტრი და გავხსენით კიდევ ორი ფილიალი. ამ პერიოდში 850 000-მდე კვლევა დაფინანსდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას დაემატა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების პროგრამა. ბასიალაის განმარტებით, ეს არის ძვირადღირებული მკურნალობის კურსი, რომელიც წელიწადში 25 000 ლარამდე ჯდება და უკვე დაფინანსდა 1 800-მდე ბენეფიციარი.

„ასევე, გვაქვს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება მკურნალობის კურსები, რომლებიც 25 000-დან 70 000-მდე ლარამდე მერყეობს. ამ მიმართულებით დაფინანსდა 1 800 ბენეფიციარი“- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერიის მიერ გავრცლეებული ინფორმაციით, მიმართულებას ასევე დაემატა სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 900-მდე შემთხვევა.

„ბასილაიას თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამით 2 400 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.

ამასთან, ადრია ბასილაიას განცხადებით, უკვე დაანონსებული და ბიუჯეტში ასახულია ახალი პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას გულისხმობს. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 100%-ით დააფინანსებს სოციალურად დაუცველ პირებს, ხოლო 80%-ით სხვა ყველა მოსარგებლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის