კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე - ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება - იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება - იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის. ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას, რატომ ამბობენ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიზე გამოცხადებაზე უარს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ მართალი ადამიანი ხარ, საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და პასუხების გაცემა პრობლემა არ უნდა იყოს.

„ეს წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური ნაბიჯებია მათი მხრიდან. ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ისიც იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის. ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება. აქ ისმის მეორე კითხვა - თუ მართალი ადამიანი ხარ და გაქვს პასუხები კონკრეტულ კითხვაზე, რა პრობლემაა მისვლა და პასუხების გაცემა?“ - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი