დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ეს არის ქართული რადიკალიზმის ნოუ-ჰაუ

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ეს არის ქართული რადიკალიზმის ნოუ-ჰაუ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტი არ არსებობს, თუმცა „ეს კარგად აჩვენებს, რომ რეალურად, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და თავის უბედურებას ერთმანეთს აბრალებენ".

მათიკაშვილმა ისაუბრა გერმანიის ელჩზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მოშიმშილე პოლიტიკოსები მოინახულა და განაცხადა, რომ „მან ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს ამ ქვეყანაზე".

„სრულიად ამორფული და კონტექსტიდან ამოვარდნილი მოცემულობაა. ესეც რაღაც ქართული ნოუ-ჰაუა, მე მგონი - ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს და გაიგოს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო თვითდაზიანებაში, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა. ეს სრულიად წარმოუდგენელი რაღაცაა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს ამ ქვეყანაზე. იმ მოცემულობაში, როდესაც ამ ქალბატონის სურვილია, შიმშილობა შეწყვიტოს მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებს პრობლემა შეექმნება, ბოიკოტს გამოუცხადებენ და ამ დესტრუქციის გზით მიდის, ამაში მხარდაჭერა და ამაში დახმარება გერმანიის ელჩის მხრიდან კიდევ მეორე საკითხია. ესაა სრულიად წარმოუდგენელი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს