კახა კალაძე კაია კალასზე - თუ უნდა, ჩამოვიდეს საქართველოშიც, ვინ უშლის? - ევროპული ბიუროკრატია არავითარ კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან - „დიდმა ბიძიებმა“ გარედან გადაწყვიტონ, შეცვალონ ხელისუფლება, ასე ვერ იქნება

თუ უნდა, ჩამოვიდეს საქართველოშიც. ჩამოვიდეს, ვინ უშლის? რა პრობლემაა, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში, როდესაც ის სომხეთში ჩავიდა.

კითხვაზე, თუ რას აკეთებს მმართველი გუნდი, რომ კაია კალასი საქართველოში ჩამოვიდეს, კალაძე პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებს იცავს.

„ევროპული ბიუროკრატია არავითარ კავშირში არ არის ევროპულ ღირებულებებთან. პირდაპირ გეუბნებიან შავზე, რომ თეთრია. ორმაგი სტანდარტები კატეგორიულად მიუღებელია. მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ- უკრაინის ომი, პირდაპირ მოთხოვნები და მუქარებია, რაც დღესაც გრძელდება. იყო მეორე ფრონტის გახსნაზე მოთხოვნაც. იყო სანქციებთან მიერთების თემა, რომელიც ეკონომიკურად დამაზიანებელი იქნებოდა. ჩვენ არავის ვებრძვით, არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. სამართლიანობა გვინდა. იქ [ევროპაში] თურმე შეიძლება მიიღო კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ ხალხი გააკონტროლებს თანხებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ხალხი მაქვს მხედველობაში, არჩევნები არსებობს, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ის, ვინმე „დიდმა ბიძიებმა“ გარედან გადაწყვიტონ, შეცვალონ ხელისუფლება და მათი აგენტურა მოიყვანონ. ეს ვერ იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი