სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება არ ეძლევათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება არ ეძლევათ. ჟურნალისტები ფიზიკურად სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან, თუმცა მათ ჩამწერი და დამაღები ტექნიკური საშუალებების გამოყენება არ შეუძლიათ.

ამის მიზეზი გასულ კვირას პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული კანონია, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.

დღეიდან სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში და სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. “ქართული ოცნების“ ახალი კანონით სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს