თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ­ვინაობა გახდება ცნობილი.

დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების განრიგი: I ნაწილი 18:00 - ღონისძიების გახსნა 18:30 - ბიზნესი საზღვრებს გარეთ ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი 18:50 - ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე გაგა მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ დამფუძნებელი

19:00 - პანელური დისკუსია: რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე? გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე 19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესი აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონია II ნაწილი 21:00 - ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს