პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, კენჭს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს.

რიგგარეშე პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საპროცედურო საკითხზეც იმსჯელებენ.

პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დღის წესრიგში 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. ეს დეპუტატები არიან: გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.

მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც პარლამენტში დღეს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია